Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სახლებში ზღვასავით შემოდის მავნებელი ხოჭო,'- ვანის სოფელში ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

თარიღი : 9-10-2017, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აზიურ ფაროსანას ებრძვიან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში. სოფელ ბზვანის მკვიდრი, მწერალი ცირა ყურაშვილი ამბობს, რომ თბილ დღეებში ფაროსანა საცხოვრებელ სახლებში ინაცვლებს.

"გარედან ზღვასავით შემოდის ეს მავნებელი ხოჭო. ყოველგვარი იმედი დავკარგე, რომ სახლის პირობებში მათი დამარცხება შესაძლებელია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ ადგილობრივ გამგეობას და მიიღონ ზომები, რომ ამ მავნებლის გავრცელება მაქსიმალურად შესუსტდეს," - ამბობს ცირა ყურაშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში 230 ათასი ოჯახისთვის პრეპრატების გადაცემაა დაგეგმილი. თითო ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები ; სამეგრელოს რეგიონი 95 911 ; გურია-50 670; იმერეთი-38 838; აჭარა-13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია

მოსახლეობას გადაეცემა ბუფენტრინის ჯგუფის პრეპარტები, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და ყველაზე ეფექტურია აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ.

მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტროინგი.ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 351 სოფელში დამონტაჟდა ფერომონები. ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი.2017 წელს ცხელ ხაზზე შესულია 4100-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი ბროშურა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით 2016 წლის მოამზადა. მავნებლის ძლიერი გავრცელებისთანავე, სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, შარშან ნოემბერში მოწვეული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთა რეკომენდაციებითაც შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა.


ნანახია: 2799-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდადა 2016 წელს გავრცელდა. მ
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული საააგენტოს წარმომადგენელებმა მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება აპრილის თვის ბოლოდან დაიწყება.
ფაროსანას განიერი, ყავისფერი მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებსა და მუცლის კიდეებზე თეთრი ზოლები ახასიათებს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებულია ფერომონები, რომლის
ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა

ამინდი