Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი გახარია: ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება

თარიღი : 9-10-2017, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აეროპორტი როგორც პროექტი, ასევე კომპანია Wizzair-თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Wizzair – ის კომერციული დირექტორის ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე იქნება. მისი თქმით, პირველი, ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით, ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას აეროპორტიდან.

”მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია Wizzair გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გახარიას შეფასებით, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული Wizzair – ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს.
”ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო კომფორტული უნდა იყოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ხელი უნდა შევუწყოთ, რაც შეიძლება ხშირად იმოგზაურონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქუთაისის აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა.

”აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდება ჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“, – განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, Wizzair-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

bfm.ge


ნანახია: 993-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.
რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე, სადაც რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნება.
შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების
დაინტერსებულ მკითხველს გაწვდით სიას, თუ რომელი ავიაკომპანია რა ფასად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან, სხვადასხვა
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ამინდი