ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, წლებია მათ ქუჩაზე გზის საფარი მოუწესრიგებელია, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
ადგილობრივების პროტესტს "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავა შეუერთდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე ბევრი ფაქტი არსებობს იმისა რომ ასათიანის ქუჩაზე გადათხრილი გზის გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
გუგავა ხელისუფლებას რეაგირბისკენ და პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
როგორც ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება.