იტვირთება

ხონის მერი: მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ხმა თვითმმართველობაში განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

ხონის მერი: მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ხმა თვითმმართველობაში განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“ ფარგლებში, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა. 

 ხონის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს.

 ფარული კენჭისყრის შედეგებით, საბჭოს წევრთა უმრავლესობამ თავმჯდომარის თანანმდებობაზე ანა  მოგელაძე აირჩია, ხოლო მოადგილის პოზიციაზე ეთერ აბზიანიძეს დაუჭირა მხარი. 

დღეს საზეიმო მიღებითა და OGP-ის ლოკალური სამოქმედო გეგმის გაცნობით გაგრძელდა. 

 ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"მინდა წარმატებული, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყოს თქვენი საქმიანობა. მხარს გიჭერთ, მაქსიმალურად გახსნილები ვართ თანამშრომლობისათვის და მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ხმა თვითმმართველობაში განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები