Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა

თარიღი : 7-10-2017, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. „ლჯ და კო“ - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე ქუთაისის მერმა კლინიკის ხელმძღვანელებს ზაზა ლომინაძესა და შალვა ჯიქიას ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება გადასცა. კოტე გვეტაძეს და ამირან ჭეიშვილს კი მერიის საპატიო სიგელი.

სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ტუბერკულოზის, ისე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პაციენტთა შემდგომი ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი.
ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატაა გამოყოფილი. ცენტრი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილზე ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორიაა მოწყობილი. მისი საშუალებით, ადგილზე ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ინფექციური ნარჩენების თერმულად დასამუშავებლად კი, თანამედროვე ინსინერატორია მოწყობილი.

სამედიცინო მიმართულებასთან ერთად კლინიკას სასწავლო ფუნქციაც ექნება. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები რეგიონში დასაქმებულ სპეციალისტებს გადაამზადებენ.

დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე ახალი კლინიკის მოსაწყობად ,,ლჯ და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ცენტრში 180 თანამშრომელი დასაქმდა.

ადგილზე სამედიცინო სერვისების მიღებას როგორც იმერეთის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს. კლინიკა ჩხობაძის #20-ში მდებარეობს.


ნანახია: 1942-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს
ახალი ცენტრი ქუთაისელებს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს.
სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, კლინიკა LG -ს დირექტორი ზაზა ლომინაძე

ამინდი