ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი მამაკაცი შეიჭრა
თარიღი : 25-12-2013, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველმა დავით გვეტაძემ, საკრებულოს წევრები ტყუილში დაადანაშაულა და საკრებულოს სხდომაზევე სოციალური დახმარების გამოწერა მოითხოვა.
შეჭრილი პირის დავით გვეტაძის თქმით, ქუთაისის მერიასა და საკრებულოს მან დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
"ვიდრე არ გამომიწერთ დახმარებას, ამ დარბაზიდან არ გავალ და გაიძულებთ, გამომიწეროთ სოციალური დახმარება. 5 შვილი მყავს და მშივრები მიკვდებიან", - განაცხადა გვეტაძემ.
მის ამ განცხადებას სოციალური სამსახურის უფროსი გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოხდება აღნიშნული ოჯახის შესწავლა და აუცილებლად დაეხმარებიან.