Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საგანგაშო სტატისტიკა - 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დაეკისრა, მათგან სერთიფიკატის მოქმედება 67-ს შეუჩერდა

თარიღი : 7-10-2017, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დააკისრა, აქედან სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 67 ექიმს შეუჩერდა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 141 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა.

"პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს განიხილა 103 საკითხი და 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 157 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო 4 ექიმს არ დაეკისრა. 90 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება"; სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს", – აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ამავე წერილიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 178 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ, 2016 წელს განიხილა 123 საკითხი და 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 105 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება", ხოლო სხვადასხვა ვადით სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 93 ექიმს.

ipn.ge


ნანახია: 1046-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.
როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
ქუთისში ექიმი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო
ექიმს შემთხვევის ადგიზლე ხუთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული დახვდა.
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი