Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჭმლის საყიდლად ყოველდღიური სესხი ავიღე,'- ქუთაისში მცხოვრები დედა-შვილი შიმშილს ებრძვის

თარიღი : 6-10-2017, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა. ქალბატონი შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მიმდინარე წლის ივლისში მეუღლე დაეღუპა, გარდაცვალების ფაქტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობა, სადაც უთხრეს, რომ დახმარებას არ შეუწყვეტდნენ.

"საპენსიო ასაკი მე არ მაქვს. ჩემი მეუღლე რომ ცოცხალი იყო, 180 ლარს ვიღებდით და ამ ფულს ვინაწილებდით. ახლა 120 ლარი უნდა მეკმარა, მაგრამ სადაა. საჭმელი რომ გვეყიდა, ყოველდღიური სესხი გამოვიტანე. ჯერ სამუშაო არ არის და მერე კაპიკებზეც რომ იმუშაო, დახმარებას შეგიჩერებენ, დასაქმებული ხარო. დახმარება რომ არ მომცენ, არ ვიცი ბინის ქირა რით გადავიხადო ან თავი რით ვირჩინო," - ამბობს დარეჯან გუმბერიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში გუმბერიძეების ოჯახისათვის დახმარების შეწყვეტის მიზეზად დემოგრაფიულ ცვლილებას ასახელებენ. სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ ამ დროისათვის ოჯახი დახმარების მისაღებად დარეგისტრირდა. ამის შემდეგ ოჯახის დეკლარაცია შეივსება, რომლის საფუძველზე სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულაზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა გუმბერიძეები კვლავ დახმარების მიმღები.


ნანახია: 2778-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
ქალბატონს სახელმწიფოს დახმარება მეექვსე თვეა არ მიუღია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით

ამინდი