ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ფართოვდება-ცენტრს ქართული ცეკვების სტუდია ემატება

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ქართული ცეკვების სტუდია ყალიბდება. ქართული სიმღერების, ბალეტისა და ლათინოამერიკული ცეკვების გარდა, ახალგაზრდულ ცენტრში მისულ მოსწავლეებს ეროვნული ცეკვების შესწავლაც შეეძლებათ.
ქართული ცეკვების სტუდიის მოსწავლეებს მასტერკლასებს პედაგოგები: გოჩა კუტივაძე და იაკო ლაღაძე ჩაუტარებენ. იაკო ლაღაძე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეა. სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა გოჩა კუტივაძე. მას ასევე დიდი გამოცდილება აქვს ამერიკული ცეკვების ქორეოგრაფიაში. კუტივაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკაში.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ქართული ცეკვების სტუდიაში 5 წლიდან 8 წლის ჩათვლით მიიღებიან.

"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ნოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ ერთ სივრცეში გააერთიანოს ის სფეროები, რომელსაც სასკოლო განათლების კუთხით არ ექცევა ყურადღება, თუმცა განათლებისა და ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელია. ამ პრინციპით ცენტრი უკვე მეოთხე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრის სხვადასხვა წრის მოსწავლეები ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული და საპრიზო ადგილებს იღებენ. გადავწყვიტეთ, რომ სივრცეს ახალგაზრდებისათვის ქართული ცეკვების სტუდიაც დაემატოს და ეს სტუდიაც ისეთივე აქტიური, წარმატებული და სიცოცხლით სავსე იყოს, როგორც ახალგაზრდული ცენტრის სხვა სტუდიები და წრეები,"- ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, 7 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს. წრეები მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების მიცემის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რისი დადასტურებაც ცენტრის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსზე მიღწეული წარმატებებია.
ქართული ცეკვების სტუდიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 571 333 303.