ავტომობილებს ტექდათვალიერებისას 7 კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტომობილებს ტექდათვალიერებისას 7 კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ

თარიღი : 5-10-2017, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა.

„თავიდან დავიწყებთ იმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ ვერანაირ შეღავათს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მიხეილ ხმალაძემ განმარტა, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მთელი ავტოპარკის შემოწმება მოხდება.

„პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით გვაქვს 26 ტესტირების ცენტრი, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება.

მისივე თქმით, შვეიცარულმა კომპანია SGS-მა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის განხორციელებისთვის კონსულტაციას უწევს, ტესტირების ცენტრებისთვის შესაბამისი მოთხოვნები უკვე გამოაქვეყნა.

„ახალი მოთხოვნებით, პრაქტიკულად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე რაღაცის გაკეთება მოუწევთ იმისთვის, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ზოგს - ამ მხრივ ცოტა მეტი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, მაგრამ პრინციპში, ის მოთხოვნები, რაც შვეიცარიულ კომპანია SGS-ს აქვს, შესრულებადია. იმედი გაქვს, რომ ყველა დააკმაყოფილებს და ასევე ველოდებით ახალი კომპანიების შემოსვლას“, - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.
ipn.ge


ნანახია: 3015-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ)
პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან.
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
ტექდათვალიერების ამოქმედება იგეგმება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან და არც ერთი დღით არ გადაიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი