Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პაატა ნადირაძე: მე წარმოვადგენ გუნდს, რომლისთვისაც ხალხის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია

თარიღი : 4-10-2017, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ცხოვრებაძისა და ბარათაშვილის ქუჩების ამომრჩევლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მოსახლეობის მოთხოვნით, კანდიდატმა ყურადღება გამახვილა მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.
http://www.picz.ge/img/s2/1710/4/a/a5b0a0e50422.jpg
"აღნიშნული პროექტი ჭიათურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი ლარი ჯდება. 2019 წლის პირველ კვარტალში სამუშაოები უნდა დასრულდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს. მე მიხარია, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომლისთვისაც ხალხის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია და ფიქრობს რა სიკეთეები მოუტანოს ადამიანებს სოფლად და ქალაქად,“-აღნიშნა პაატა ნადირაძემ.

შეხვედრის დასასრულს ამომრჩეველმა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს პაატა ნადირაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

R


ნანახია: 1256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
'ქართული ოცნების' მერობის კანდიდატი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული

ამინდი