ქუთაისელი სპორტსმენი მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის რეკორდსმენი გახდა
თარიღი : 4-10-2017, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის (პროფესიონალებში) მსოფლიო რეკორდსმენია.
2017 წლის 30 სექტემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ქუთაისელმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ პროფესიონალთა შორის. მან II ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ცალკეულ მოძრაობაში, კერძოდ შტანგის აწევაში დაიკავა I ადგილი და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.