Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მისტერ და მის ქუთაისი 2017'-ქუთაისში სილამაზის კონკურსში მონაწილეთა შერჩევა იწყება

თარიღი : 4-10-2017, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, "მისტერ და მის ქუთაისი 2017"-ის შესარჩევი კონკურსი იწყება. კონკურსს ორგანიზებას სამოდელო სააგენტო Best Models Agency უწევს. ქასთინგი 8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ფოლკლორის სასახლეში გაიმართება.

კონკურსის ჟიური ფინალური შოუსთვის მონაწილეებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (5 წლიდან 7 წლამდე; 8 წლიდან 12 წლამდე; 13 წლიდან 16 წლამდე) შეარჩევს.

"ფინალური ტურის შემდეგ, 13 ოქტომბერს, "გრანდ პალასი"-ს ვიპ დარბაზში ფინალური შოუ გაიმართება. ფინალურ შოუმდე შერჩეულ პირებს მასტერკლასები ჩაუტარდებათ. გამარჯვებულებს სოლიდური საჩუქრები ელოდებათ. მიმდინარე წელს ჩვენი გენერალური სპონსორია ავეჯის სახლი "ნიტა". ასევე, ჟიურის წევრია ავეჯის სახლის გენერალური დირექტორი ქალბატონი მირანდა ხეცურიანი. ჟიურიში შედიან საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები. ფინალურ შოუზე დაგეგმილია სიურპრიზი: მოსკოვიდან ჩამოდის ცნობილი ქალბატონი, თუმცა მისი ვინაობა მხოლოდ ფინალურ შოუზე გახდება ცნობილი," - ამბობს სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი კახი ხაბეიშვილი.

"მისტერ და მის ქუთაისი"-ს შესარჩევი კონკურსი ქუთაისში მიმდინარე წელს მეორედ იმართება. ქუთაისის გარდა, სილამაზის კონკურსი სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.


ნანახია: 4013-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის მიზანს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
კონკურსი კლასიკური შემსრულებლობის 4 მიმართულებაში ჩატარდა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი