ზესტაფონში, 'ქართული ოცნების' დეპუტატებმა 'ოცნებას' ბოიკოტი გამოუცხადეს
თარიღი : 30-09-2017, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, საკრებულოს სხდომა დეპუტატების გამოუცხადებლობის მიზეზით არ შედგა. ორი დღის განმავლობაში სხდომის ორჯერ ჩაშლის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა. საკრებულოს 34 დეპუტატიდან სხდომაზე მხოლოდ 10 დეპუტატი გამოცხადდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კახა შავგულიძის თქმით, დეპუტატებს ბაგა-ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებ უნდა მიეღოთ. ხუთი ნორმატიული აქტის მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე მიღებას ზესტაფონის საკრებულოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ავალდებულებდა.
"აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღება ზესტაფონის ბაღებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას იწვევდა, რასაც დეპუტატებმა ხელი შეუშალეს," - ამბობს კახა შავგულიძე.
ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის დვით მაღრაძის თქმით, სხდომის შესახებ ყველა დეპუტატი ინფორმირებული იყო. მაღრაძისათვის კოლეგების გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხს შეისწავლის.