თენგო თოფურიძე: არ ვიცი ბატონი დიმიტრი რამდენ დღიან შვებულებას აიღებს
თარიღი : 22-08-2013, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას გეგმავდა. „არ ვიცი ბატონი დიმიტრი რამდენ ხანს დარჩება შვებულებაში. საჯარო მოხელეს შვებულება 30 კალენდარული დღით ეკუთვნის. ვერც იმას გეტყვით, შვებულებაში გასვლა უკავშირდება თუ არა ხვალ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილ მერის იმპიჩმენტის საკითხს. მე მედიით უფრო ვიღებ ინფორმაციას, ვიდრე შიგნიდან. აქ შიგნით ჭორები დადის, მაგრამ ჭორებს ნუ ავყვებით,“ - ამბობს ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები კოპალიანისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ.