Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგიონული თათბირი და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი თერჯოლაში

თარიღი : 28-09-2017, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა, დეტალური ინფორმაცია წარმოადგენს მავნებელთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სისტემის უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგიც განხორციელდა. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქ თერჯოლაში ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებზე ჯამში 370 000 – მდე ლარი იხარჯება, სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.


ნანახია: 2219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის

ამინდი