Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლადო ჯურხაძე სოფელ ძეძილეთისა და ღვედის ამომრჩეველს შეხვდა

თარიღი : 27-09-2017, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ ძეძილეთისა და ღვედის ამომრჩეველს შეხვდა, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

„უპრეცედენტო პროექტი ხორციელდება, რომლის სიკეთესაც თითოეული თქვენგანი ძალიან მალე საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ ბიუჯეტზე იგრძნობთ. გზა, რომლის მეშვეობითაც ორი ტურისტული ზონა ერთმანეთს დაუკავშირება თქვენს სოფელში ბევრი სხვა პროექტის შემომტანი გახდება. „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და თქვენამდე ყველა იმ შეღავათიანი პროექტისა და პროგრამის მოტანაა, რასაც სახელმწიფო გთავაზობთ“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისივე თქმით, თითოეული სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას აუცილებლად შეეხება.

„დაგეხმარებით, გაიკვალოთ გზა და ისწავლოთ თუ როგორ დაიწყოთ საკუთარი მეწარმეობა სახელმწიფოს ხელშეწყობით“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

R



ნანახია: 1732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შეღავათიანი
მერობის კანდიდატი ხონში, ბახტაძის, ქაცარავას, ჯორჯიაშილის, გორგასლისა და ხვიჩიას ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა და ოთხწლიანი
ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც

ამინდი