იტვირთება

გიორგი გახარიას პარტია ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

გიორგი გახარიას პარტია ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მხარს არ დაუჭერს. საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყრიან კენჭს. 

"მინდა გაგაცნოთ ჩვენი  პოზიცია, ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით. 

მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესში, სამწუხაროდ, არ მოხდა ჩვენი არც ერთი ინიციატივის გათვალისწინება. მათ შორის,  მოწყვლადი ჯგუფებისთვის-სოციალურად დაუცველ, ასაკოვან, მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლ, მრავალშვილიან დედების, შშმ პირების და სხვა სოციალური დახმარების გაზრდა. 

ასევე, არ იქნა გათვალისწინებული დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის დანერგვა. ამასთან, ბიუროკრატიის შემცირების ნაცვლად, მილიონობით ლარით არის გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები. შემცირებულია საგზაო და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯებიც და სხვა არაერთი პრიორიტეტი არის უგულებელყოფილი. 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელთა გამოც მივიჩნევთ, რომ ქალაქის ბიუჯეტი ვერ პასუხობს ჩვენი მოსახლეობის გამოწვევებს და არ არის მორგებული ქალაქის ინტერესებს. 

სწორედ ამიტომ, პარტია “საქართველოსთვის” ქალაქ 
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს,"-ამბობს საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები