Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პირუტყვი მშიერი გვრჩება,'-ზესტაფონის სოფელში მოსახლეობას პირუტყვის საძოვრები გაუყიდეს

თარიღი : 27-09-2017, 10:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპლიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროს პირუტყვისათვის განკუთვნილი საძოვრების გასხვისებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფელში მაცხოვრებლებს არ აქვთ შესაძლებლობა პირუტყვი მინდორში გაიყვანონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმენებმა სხვადასხვა ობიექტები განათავსეს.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მესაქონლეობა სოფელში თავის რჩენის ძირითადი წყაროა. იმის გამო, რომ პირუტყვის გამოსაკვები საძოვრები სოფელ პირველ სვირში აღარ დარჩა, სოფელს მოსახლეობა ტოვებს.

როგორც სოფლის გამგებელი გელა კაპანაძე აცხადებს, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, პრობლემის მოგვარება კი ადგილობრივ გამგეობას არ შეუძლია, რადგან ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.


ნანახია: 3520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს დაუკავშირდნენ, აცხადებენ, რომ პირუტყვის დახოცვას სოფელში მდებარე
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთან ბუნებრივი აირი უნდა შეეყვანათ, თუმცა, მათი ინფორმაციით, გაზიფიცირება მათი სოფლის ნაცვლად
ხონის რაიონის მოსახლეობა დახმარებას იმერეთის გუბერნატორს სთხოვს.
როგორც სოფელში ამბობენ, პირუტყვის გარდა, ჯილეხით რამდენიმე ადამიანი არის დაავადებული.

ამინდი