შოთა მურღულია: ქუთაისის მერია „ტორპედოს“ საინტერესო ინვესტორს მოუძებნის
თარიღი : 24-12-2013, 17:48 | კატეგორია: მთავარი თემა

კომპანია „ვისოლის“ მიერ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს“ დატოვებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ეხმაურება.
მურღულიას განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა საფეხბურთო კლუბის ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით, თუმცა მერის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შეიძენს და დააფინანსებს.
„2014 წლის ბიუჯეტში „ტორპედოს“ დასაფინანსებლად თანხა არ არის გამოყოფილი და ვერც იქნებოდა, რადგან კომპანია „ვისოლის“ მიერ კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გავრცელდა. ქალაქის მერიას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მოძებნოს საინტერესო ინვესტორი, რომელიც კლუბს შეიძენს და დააფინანსებს,“- განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოზე“ მზრუნველობა ვისოლ ჯგუფმა 2010 წლის აგვისტოს დაიწყო.