Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლადო ჯურხაძე ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს

თარიღი : 25-09-2017, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი, ლადო ჯურხაძე, ხონში ამომრჩეველს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„მე დღეს თქვენთან არ მოვსულვარ მხოლოდ დაპირებებით. მოვედი გაკეთებული საქმეებით და მინდა გთხოვოთ თანადგომა, რათა ყველა დაწყებული და ჯერ კიდევ პრობლემად არსებული საკითხი დავასრულოთ და აღმოვფხვრათ”, - განუცხადა ამომრჩეველს ჯურხაძემ.

კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში ახალგაზრდების წახალისება და დაინტერესება. „დღეს კვალიფიციური ინჟინერების, აგრონომების დეფიციტია, ამ პროფესიების დაუფლება კი უფასოდ არის შესაძლებელი რაც დიდი ინვესტიციაა სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის განვითარებისთვის. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და გავაძლიეროთ ის კუთხე, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს და ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ,“ - განაცხადა ლადო ჯურხაძე.

R


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერობის კანდიდატი ხონში, ბახტაძის, ქაცარავას, ჯორჯიაშილის, გორგასლისა და ხვიჩიას ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა და ოთხწლიანი
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, თითოეული სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას აუცილებლად შეეხება.
ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც
შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შეღავათიანი
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მურღულია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ქალაქი სახალწლოდ შესაბამისად ვერ მოირთო.
ქუთაისს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება
მერიას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაევალა.

ამინდი