Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყოფილი პოლიციელი სამართალდამცავებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს

თარიღი : 25-09-2017, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყოფილი პოლიციელი ბაგრატ ჯანუაშვილი სამართალდამცავებს ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში ადანაშაულებს. ჯანუაშვილი პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯანუაშვილს ნარკოტიკული საშუალება რეალურად არ ჰქონდა, სამართალდამცავებმა კი მისი დაკავება გადაწყვიტეს, რადგან მას ანალოგიური დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული.

"საქმეში ბრალდების მხარის მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. მამაჩემი 2011 წლიდან პოლიციელი აღარაა. პირველად ის 2016 წელს დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ახლა ისევ დააკავეს და იგივეს ედავებიან, თუმცა ამჯერად ნარკოტიკი ჩაუდეს. სამი კამერა უყურებს იმ ადგილს, სადაც მამაჩემის დაკავება მოხდა და ჩანაწერების ამოღებას ვითხოვთ," - ამბობს დაკავებულის შვილი რეზი ჯანუაშვილი.

ბაგრატ ჯანუაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა 29 სექტემბერს იწყება.


ნანახია: 2470-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყოფილი სამართალდამცავი პოლიციელებს ნარკიტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს.
ბაგრატ ჯანუაშვილი ყოფილი პოლიციელია, რომელსაც ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედება.
დაცვის მხარე მისი დაკავების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჯანუაშვილმა ძალოვნებთან არ ითანამშრომლა და მათთვის სასურველი პირების
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ამინდი