ვინ მოხვდა 'ქართული ოცნების' პარტიული სიის ათეულში?

"ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისმა პარტიული სიის პირველი ათი კაცის ვინაობა გაასაჯაროვა. "ოცნების" სიის პირველი ნომერი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და "ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი ნიკოლოზ ლატარიაა. მმართველი გუნდის სიის მეორე ნომერი კომპანია "იმერის" ხელმძღვანელი მაია სიმონიძეა. მესამე ნომერს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი რამაზ ჩხიკვაძე წარმოადგენს. სიის მეოთხე ნომერი ალექსანდრე ახალაძეა. მეუთე ნომერი "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოთარ ლორთქიფანიძეს შეხვდა. სიაში მეექვსე ნომრად ქუთაისის საკრებულოს ამჟამიმდელი დეპუტატი ლაშა გვენეტაძეა. რაც შეეხება შემდეგ ნომრებს, ის ასე გამოიყურება: N7- ნანა კოსტავა; N8-დავით წულეისკირი; N9 ვლასი გარდაფხაძე; N10 კობა ფხაკაძე.