Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირმა ინაშვილი: დიდი ხანია მესმის, კარგი გოგო ხარ, მაგრამ მხოლოდ კარგი გოგო ხარ, არ არის საკმარისი

თარიღი : 23-09-2017, 18:21 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს. "პატრიოტების" სია ასე გამოიყურება: ქუთაისი- გია ბახტაძე; ზესტაფონი- გიგა გაბრიჭიძე; თერჯოლა- ხვიჩა წკეპლაძე; ჭიათურა- ამირან მაჩიტიძე; საჩხერე-კახა ჭიტაძე; ტყიბული- გოდერძი ცნობილაძე, ხარაგაული- პაატა კიკნაძე, ბაღდათი-როლანდ გაჩეჩილაძე; წყალტუბო- ირაკლი გველესიანი, ვანი-გოგიტა ხურციძე, ხონი- ირაკლი დოჭვირი, სამტრედია - კამო კანდელაკი.

სიის წარდგენის შემდეგ, ალიანსის ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ამომრჩევლებს მიმართეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას იწყებენ. "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ხალხის ინტერესების დაცვას გააგრძელებენ.

"დიდი ხანია მესმის, რომ ძალიან გვიყვარხარ, კარგი გოგო ხარ. მაგრამ მხოლოდ კარგი გოგო ხარ, არ არის საკმარისი. უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. არჩევნებს იგებს გულწრფელობა," - ამბობს ირმა ინაშვილი.


ნანახია: 1766-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ' მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის შენობის წინ გამართულ შეხვედრაზე ალიანსმა ოზურგეთისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს ამავე სახელწოდების
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პრემიერ–მინისტრის

ამინდი