Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სიკვდილიანობამ შობადობას 40 %-ით გადააჭარბა

თარიღი : 23-09-2017, 09:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით იმერეთის რეგიონში 4700 ადამიანი გარდაიცვალა, დაიბადა 3352.
მიმდინარე წლის ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 40 %-ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში 2016 წელს 7 784 ახალშობილი დაიბადა, 9 102 ადამიანი კი გარდაიცვალა.

როგორია მდგომარეობა სხვა რეგიონებში:

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ოთხივე რაიონში ერთად, თვეში 19 ბავშვი იბადება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში მცხეთა-მთიანეთში გარდაიცვალა 705 ადამიანი, დაიბადა 464 (სხვაობა 52%). გურიაში გარდაიცვალა 929 ადამიანი, ცოცხლად დაიბადა 577 (სხვაობა61%).

სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა 2 569 ადამიანი, რაც დაბადებულებზე 36%-ით მეტია (1889); კახეთში 2 402 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დაბადებულებს 28%-ით აღემატება (1874); შიდა ქართლი 1 781 გარდაცვლილია რეგისტრირებული, რაც დაბადებულებზე 12%-ით მეტია (1588); სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 %-ით მეტია (917) დაბადებულებზე (855).

დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში აღემატება. 2017 წლის ექვს თვეში თბილისში დაიბადა 9435 ბავშვი, გარდაიცვალა 7117 ადამიანი (სხვაობა 24 %); აჭარაში ცოცხლად დაიბადა 2714 ბავშვი, გარდაიცვალა 2144 ადამიანი (სხვაობა 21 %); ქვემო ქართლში დაიბადა 2681 ბავშვი, გარდაიცვალა 2345 ადამიანი (სხვაობა 12 %).

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სულ 25 543 ადამიანი დაიბადა, 25 954 კი გარდაიცვალა.


ნანახია: 2761-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის იანვრიდან- ივნისის ჩათვლით იმერეთის რეგიონში 4 202 ადამიანი გარდაიცვალა, დაიბადა 3 139 გარდაიცვალა
რეგიონში მიგრაციის დონე ისევ მაღალია.
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის
2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის
დემოგრაფ ანზორ თოთაძის თქმით, საქართველოს რეგიონებში იმდენად რთული ვითარებაა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მალე გაუკაცრიელების