4-წლიანი პატიმრობა კილოგრამი ალუმინის ქურდობის მცდელობისათვის
თარიღი : 24-12-2013, 13:56 | კატეგორია: სამართალი

გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის თამაზ გიორგაძის ოჯახი მსჯავრდებულისათვის გამოტანილ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს.
ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგაძეს ერთი კილოგრამი ალუმინის ქურდობის მცდელობას ედავებოდნენ, რისთვისაც სასჯელის სახით 4 წელი მიუსაჯეს.
„ჩემს სიძეს არც მოუპარავს ის ალუმინი. ბავშვი ჰყავდა ავად და ამიტომ გადაწყვიტა ალუმინის აღება, თუმცა იქვე დაადგნენ თავზე. თავიდან სასჯელს გლდანში იხიდიდა. ციხის კადრების გახმაურების შემდეგ კი, ნაცემი და გაუბედურებული გეგუთის კოლონიაში გადმოიყვანეს. წელიწადი და 6 თვეა რაც სასჯელს იხდის. 9 თვე მოაკლეს. წელიწადი და რვა თვე აქვს დარჩენილი. შეწყალების თხოვნით განცხადება აქვს დაწერილი. სამართლიანობის აღდგენას ითხოვს,“ - ამბობს გიორგაძის სიდედრი მთვარისა ნუცუბიძე.
შეგახსენებთ, რომ განაჩენების გადახედვის მოთხოვნით გასულ კვირას გეგუთის კოლონიაში 1 000-ზე მეტი პატიმარი 4 დღის განმავლობაში შიმშილობდა.