Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკოლოზ თოფურიძე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

თარიღი : 22-09-2017, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ბაზალეთის თემის ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვარლამ ჭიპაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი.

ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში შეკეთდა ამორტიზებული გზა.

„ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბევრი სიკეთე მოვიდა მოსახლეობამდე, მოასფალტდა სოფლის გზა, ღარიხევში მოეწყო ბეტონის საფარი. ახლადრეაბილიტირებულ გზებზე გამართული და ქსელში ჩართულია გარეგანათების სისტემა, სულ ახლახანს ბაზალეთში ჩაირთო ბუნებრივი აირი. ჩვენ მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მჯერა, რომ მშენებლობის პროცესი ხარაგაულში მომავალშიც გაგრძელდება,“- მიმართა სოფლის მოსახლეობას მერობის კანდიდატმა.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოფელ ქროლში ცენტრალური გზა მობეტონდება და სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.

„თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ღარიხევისა და ქროლის გაზიფიცირების საკითხზე. ქვეყანაში არსებული ვითარება, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტები და პროგრამები ჯaნდაცვის, განათლების, ბიზნესის ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი,” - განაცხადა ჭიპაშვილმა.

R


ნანახია: 1482-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძირითადი გამოწვევა სოციალური დახმარების შეჩერება, ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები
ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
მერობის კანდიდატი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ნონა ზურაბიანი, ხიდრის მოსახლეობას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა
მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

ამინდი