იტვირთება

ხონის მერმა კონკურსის-"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" გამარჯვებულებს უმასპინძლა

ხონის მერმა კონკურსის-"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" გამარჯვებულებს უმასპინძლა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ კონკურსის-"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" გამარჯვებულებს უმასპინძლა.

 ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ნინო გვილავამ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს და შესაძლებლობა მიეცათ იტალიის წმინდა ადგილები, მუზეუმები და ისტორიული ძეგლები დაეთვალიერებინათ.   

ჯგუფმა შთაბეჭდილებები მუნიციპალიტეტის მერს გაუზიარა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ 13 წელია ტარდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია ამ კონკურსის ოთხგზის გამარჯვებულია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები