თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში ტყე იწვის
თარიღი : 21-09-2017, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხანძარია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სადაც ცეცხლი ტყეს უკიდია. რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ქოჩიაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ავტომობილი. ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, სამხედრო პოლიგონია განთავსებული, თუმცა გამგებელი განმარტავს, რომ რომ ამ ეტაპზე პოლიგონზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი კი დაახლოებით ერთ ჰექტარ ტყეს უკიდია.