Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გიორგი ჭიღვარიასა და ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა

თარიღი : 20-09-2017, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
ქუთაისში "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიასა და გამარჯვების ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

"ჩემი მერობის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი ახალგაზრდებისთვის იქნება უფრო მიმზიდველი და საინტერესო. ნებისიმიერ ახალგაზრდას შეუძლია შემოგვიერთდეს, მოვიდეს მხარდამჭერთა კლუბში. ჩვენ გვჭირდება მეტი ჩართულობა, აქტიურობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქუთაისის მომავალზე. ქუთაისი არის მომავლის ქალაქი და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა მის განვითარებაში არის გადამწყვეტი”, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი შენგელიას თქმით, მხარდამჭერთა კლუბი იქნება ადგილი, სადაც გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებს შეეძლებათ დააფიქსირონ იდეები ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით.

"მხარდამჭერთა კლუბი გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს. კლუბში განსაკუთრებით ველოდები ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც გამარჯვების ოლქის განვითარებასთან დაკავშირებით გააჩნია იდეა, ხედვა და მოსაზრება. ამ სივრცეში აღვწერთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ საპროექტო იდეას, რომელიც გამარჯვების ოლქს განვითარების შესაძლებლობას მისცემს", - თქვა ირაკლი შენგელიამ.

გიორგი ჭიღვარიასა და ირაკლი შენგელიას მხარდამჭერთა კლუბის მისამართია: ჟიულ შარტავას I შესახვევი N15.

მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერთა კლუბები უახლოეს დღეებში ქუთაისის სხვა უბნებშიც გაიხსნება.

R


ნანახია: 1605-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეების აღწერა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ხედვებისა და იდეების დაფიქსირებისთვის მხარდამჭერთა კლუბი ყოველდღე იღებს ოლქში მცხოვრებლებს. აღწერის ბაზაში არის დავით
მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს, გამარჯვების ოლქის მასშტაბით, თითოეულ ამომრჩეველს შეხვდეს და საარჩევნო პროგრამა პირადად გააცნოს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ხვალ, 12:00 საათზე, ე.წ. კიკვიძის სკვერში ამომრჩეველთან პირველ შეხვედრას გამართავს. ასევე მოხდება
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ოლქში შემავალი ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ქუთაისის მერმა საპატიო ქუთაისელები დააჯილდოვა.
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შენგელია არჩევანის გასაკეთებლად უბანზე ბებოსთან ერთად მივიდა.
დარღვევასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი უკვე დაწერა.

ამინდი