Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

თარიღი : 24-12-2013, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაახლოებით 8 300 აბონენტს დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 1" დაგეგმილი სამუშაოებია.
„ქვესადგურში ახალი სააკუმლატორო მოწყობილობების ექსპლუატაციაში შეყვანა და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოებია დაგეგმილი. მათი უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარებისთვის აუცილებელია მომხმარებლისთვის ძაბვის მიწოდების დროებით შეწყვეტა. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.
მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ქუთაისი 1“ ელექტროენერგია მიეწოდება კახიანოურის მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ ქუჩებს: წერეთლის, აღმაშენებლის, კუპრაძის, ფოთის, უზნაძის, ბაგრატიონის, ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის, ანჯაფარიძის, რესპუბლიკის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის და მიმდებარე ქუჩებს.


ნანახია: 1965-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურში დაგეგმილი სამუშაოებია.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს

ამინდი