Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' კანდიდატს პირველ-მეორე კლასელი მოსწავლეები 41 ნომრიანი მაისურებით შეხვედრებზე იძულებით დაჰყავს'

თარიღი : 20-09-2017, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ხალხის იძულებით მიყვანაში ადანაშაულებს. ნარსიას თქმით, გიორგი ჭეიშვილს შეხვედრებზე პირველი და მეორე კლასელი მოსწავლეები დაყავს.

„ჩემს კონკურენტს პირველი და მეორე კლასელი ბავშვები დაყავს შეხვედრებზე 41 ნომრიანი მაისურებით იმის მაგივრად, რომ ბავშვებმა იმეცადინონ. დაზუსტებული ინფორმაციით ვიცით, რომ ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ დაესწრონ შეხვედრებს. შეხვედრებზე დასწრებას ასევე სთხოვენ სკოლის მასწავლებლებს. ეს არჩევნები არ არის. ეს ხალხის ფულით იაფფასიანი თაღლითობაა, რომელსაც „ოცნება“ სასტიკად წააგებს,“ - ამბობს ნარსია.

ბრალდებას „ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბში პასუხობენ. შტაბის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი შეხვედრებზე იძულებით დაჰყავს.

„ბატონი ნარსიას განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მშობლებთან ერთად მიდიან შეხვედრებზე და ამას ვერავინ აუკრძალავთ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ითავისებს იმას, რომ ვიღაცა მათგან განსახვავებუალდ იქცევა, და მოსახლეობა შეხვედრებზე ძალის გამოყენებითა და მუქარით არ მიჰყავთ. ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ნიკოლოზ ნარსიას მიზანმიმართულ ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას ემიჯნება და აღარ ვაპირებთ მის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხები გავცეთ,“-განაცხადა ქუთაისის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ლატარიამ.


ნანახია: 2188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიას თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემური საკითხები ჩანიშნულია და
'ნაციონალური მოძრაობის' საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ნარსიას საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ოლქში შემავალი ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
'ქართული ოცნების' ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია.
ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი