Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პედაგოგებს და მოსწავლეებს ყრიან სკოლიდან სწავლის დაწყების წინ. რას აკეთებს განათლების სამინისტრო?'

თარიღი : 20-09-2017, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არ განახლდა. პედაგოგების და მშობლების თქმით, მათ წინა დღით გამოუცხადეს, რომ შენობა ავარიულია, მოსწავლეებს მასში ვერ გააჩერებენ და ისინი სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში გაანაწილეს. პედაგოგებს და მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ სკოლის შენობის მიმათ გარკვეული ინტერესი არსებობს.

„ბავშვებისთვის ზეიმის დღე ტირილის დღედ იქცა. წინა დღეს გვითხრეს, შენობა ავარიულიაო. სხვა შენობა შემოგვთავაზეს, რომელიც ნაკლებ ავარიული არ არის. ჩვენ ვითხოვთ, გვიპასუხონ კითხვაზე: ნამდვილად მოხდება თუ არა სკოლის მშენებლობა და საერთოდ, იარსებებს თუ არა მეორე საჯარო სკოლა ტყიბულში? მივმართავთ განათლების სამინისტროს, რომელიც საერთოდ არ დაინტერესებულა ამ თემით. ჩვენთვის მეორე ცვლაში სწავლა მიუღებელია, რადგან სამ საათზე რომ დაიწყებს ბავშვი სწავლას, 9 საათზე დასრულდება გაკვეთილები. ჩვენ ვიპოვეთ ალტერნატიული შენობა, სადაც შეიძლება სასწავლო პროცესი განახლდეს, თუმცა იქ შესვლაში ხელს გვიშლიან,“ - ამბობს მშობელი ხათუნა დალაქიშვილი.

პარლამენტში ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები შეხვდნენ. სერგო რატიანი ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„გაუგონარი ფაქტია. მოსწავლეებს და მასწავლებლებს ყრიან სკოლიდან სწავლის დაწყების წინ. რას აკეთებს განათლების სამინისტრო? აუცილებლად უნდა დაისაჯოს სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი.


ნანახია: 4912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
სკოლის მშენებლობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1 300 000 ლარი გამოყო.

ამინდი