რა ხდება ხვალ იმერეთში? 24.12.2013 ანონსი
თარიღი : 23-12-2013, 23:40 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

11:30 ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქე ლელა ფხაკაძე გამართავს ბრიფინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პროექტების შესახებ. მის: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
16:00 საათი- დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით ,,90-იანების ქუთაისელი მხატვრები". გამოფენა მოიცავს იმ შემოქმედებით თაობას, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიდნენ შემოქმედებით ასპარეზზე.განსხვავებული ხედვის, ესთეტიკის და ასაკის მხატვრებს აერთიანებთ კულტურული სივრცე და დრო, რომელიც გარდამტეხი ცვლილებებით აღიბეჭდა ჩვენი ქვეყნის უახლესი პერიოდის ისტორიაში. გამოფენა რეტროსპექტული ხასიათისაა და წარმოადგენს ორი ათეული წლის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევრებს. მისამართი: რუსთაველის #8
17:00 საათზე- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: საბჭოთა ტერორის მსხვერპლნი: აღიარება სრულ რეაბილიტაციამდე. მომხსენებლები: ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - SOVLAB. მის: ქუთაისი, პუშკინის ქ. #6, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.