Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საუნივერსტიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა სრულდება

თარიღი : 19-09-2017, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ბიბლიოთეკის შენობაში ამჟამად შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი ღავთაძესთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტს ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს.

თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში განთავსდება: თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით; საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით; სამკითხველო დარბაზები: კლასიკური და არაკლასიკური. ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები (თავისუფალი დაშვება ინტერნეტზე, აწსუ ბიბლიოთეკის კომპაქტ-დისკები (CD-ROM), აწსუ ციფრული ბიბლიოთეკა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები, კანონების მონაცემთა ბაზა, უკაბელო ინტერნეტი (Wi-Fi ) და ა.შ.); იშვიათ გამოცემათა განყოფილება, სადაც განთავსდება: ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, დიგიტალიზაციის სამსახური; დეპარტამენტები: კატალოგიზაციის, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული; ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია.

ბიბლიოთეკის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული საწარმო „იმერეთი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება.


ნანახია: 2891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს.
კავშირისათვის ბიბლიოთეკის გადაცემის ინიციატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

ამინდი