Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში მღვიმეებთან საინფორმაციო დაფები განთავსდება

თარიღი : 19-09-2017, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები დაიდგა. მანიშნებლების განთავსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" მოხდა. პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ ახორციელებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხელმძღვანელობს.

პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე ,,თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე.

უახლოეს მომავალში კარსტული მღვიმეების შესასვლელში დაიდგმება საინფორმაციო დაფები, აგრეთვე იგეგმება ცენტალურ საავტომობილო მაგისტრალებზე მანიშნებლების დაგეგმარება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჭიათურაში არსებული უნიკალური კარსტული მღვიმეების პოპულარიზაციას, მოემსახურება ვიზიტორების უსაფრთხოდ გადაადგილებას ზემო იმერეთის მღვიმეებში. კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები გაუწევს პოპულარიზაციას სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმდინარეობას. კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


ნანახია: 3096-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, მოხდა კარსტული მღვიმეების მიმართულებით
პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
'სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,'-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.

ამინდი