Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მეორე სკოლაში პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ერთობლივ აქციებს მართავენ

თარიღი : 18-09-2017, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო წელი აქციის ფონზე განახლდა. სკოლის მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საგაკვეთილო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით, უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია. სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების გადანაწილება მოხდა პირველ საჯარო სკოლაში.

"სკოლის შენობა ნგრევადია, ამიტომ გადაგვიყვანეს სხვა სკოლაში სადაც, გრაფიკი არ გვაწყობს. გადაგვიყავნეს პირველ საჯარო სკოლაში, სადაც არ არის საკმარისი ოთახები. ამიტომაც გადაუწიეს ბავშვებს ორ საათამდე სწავლის დაწყება. ჩვენ ამას არ შევეგუებით. გამოგვიყონ ფართი სადაც უნდათ, მთავარია ბავშვებმა პირველ სმენაში ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილებს სკოლაში არ გავუშვებთ და საერთოდ გაუქმდება ეს სკოლა," - ამბობენ მშობლები.

პირველი საპროტესტო აქცია სწავლის დაწყების დღეს, პარასკევს გაიმართა.

ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე სწავლობს.


ნანახია: 1992-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.

ამინდი