Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წელს უკანონოდ 35 741 ძირი ხე მოიჭრა, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თარიღი : 18-09-2017, 11:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ წელს 2,615,475 ლარი შეადგინა. როგორც სატყეო სააგენტოში განაცხადეს, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რეგიონული სატყეო სამსახურებისა და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევის 2474 ფაქტი, მათ შორის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 1797 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის - 677 ფაქტი, რომელიც გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

მათივე ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ შეადგინა 18,619,49 მ3; უკანონოდ მოპოვებული რესურსის რაოდენობამ ძირობრივად შეადგინა - 35,741 ძირი; გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 2,615,475 ლარი, მათ შორის - ადმინისტრაციულ სამარალდარღვევის საქმეებზე - 261,950 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე - 2,353,525 ლარი.

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 14 სექტემბრამდე გამოვლინდა: უკანონო ტყითსარგებლობის 1 103 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 844 ფაქტი, სულ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ კი 9780,97მ3 შეადგინა.

ipn.ge


ნანახია: 1504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს განაგრძობს.
მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას.
მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ამინდი