საქართველოში ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობენ
თარიღი : 18-09-2017, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ადგილობრივი მწარმოებლების შემდეგ, საქონლის ხორცის დეფიციტზე უკვე ჰიპერმარკეტ „გუდვილშიც“ საუბრობენ. ადგილობრივ ბაზარზე გაყინული, იმპორტირებული ხორცის მოხმარება რომ პიკზეა, ამაზე ხორცპროდუქტების მწარმოებელები რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ.
მათი ნაწილი აცხადებს, რომ დაბალი ფასის გამო, კვების ობიექტები უპირატესობას იმპორტირებულ ხორცს ანიჭებს.
ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ აცხადებენ, რომ ბაზარზე მართლაც აღინიშნება საქონლის ხორცის დეფიციტი, თუმცა „გუდვილი“ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლის ხორცით უწყვეტად მარაგდება. მათი ინფორმაცით, ეს მომწოდებლებთან სტაბილური და სწორი მუშაობის შედეგია.
მათივე ინფორმაციით, „გუდვილში“ ძირითადად მოთხოვნა ადგილობრივ ხორცზეა. „სწორედ ამიტომ ჩვენც აქცენტს ყოველთვის ქართულ ხორცზე ვაკეთებთ“, - აცხადებენ „ჰიპერმაკეტში“. რაც შეეხება იმას, გაიზარდა თუ არა მათთან საქონლის ხორცის ფასი, კომპანიაში განმარტავენ, რომ „გუდვილი მაქსიმალურად ცდილობს ხორცპროდუქტებზე სტაბილური ფასები შეინარჩუნოს.
სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ იზრდება. 2008 წელს ქვეყნიდან 584.4 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს წელს კი ეს მაჩვენებელი 36,841.6 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 20,103.4 ათასი დოლარი შეადგინა.
სწორედ გაზრდილ ექსპორტს ასახელებენ სასაკლაოებში საქონლის ხორცის დეფიციტის მიზეზად.
კიდევ ერთი პრობლემა - წარმოების შემცირებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხორცის წარმოება თითქმის 9,6 ათასი ტონით შემცირდა. თუ 2015 წელს ქვეყანაში ხორცის წარმოება იყო 62,1 ათასი ტონა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 52,5 ათასამდე შემცირდა.
commersant.ge