ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგს აანონსებს
თარიღი : 17-09-2017, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი 18 სექტემბერს ქალაქის მერიის თეთრ დარბაზში საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით დვალი განცხადებას მნიშვნელოვან თემაზე გააკეთება. კონკრეტულად რას ეხება საკრებულოს თავმჯდომარის ბრიფინგი, პრესსამსახურში ამბობენ, რომ თემა მათთვისაც უცნობია.
დავით დვალის ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დავით დვალის ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.