Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კამპანიას -'დავასუფთაოთ მსოფლიო' თერჯოლის გამგეობა და საჯარო მოხელეები შეუერთდნენ

თარიღი : 17-09-2017, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია საერთაშორისო აქციის-„დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ ფარგლებში ჩატარდა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები.

აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, ქ. თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა, გამგებლის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელსაც საქართველო 2010 წელს შეუერთდა, 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 130-მდე ქვეყანა დევიზით „ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა“.
NS


ნანახია: 674-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის ინიციატივით ჩატარდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და
აქციაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჭუმბურიძე და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები
დასუფთავების აქცია ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში მოეწყო.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე, სამსახურის უფროსები, გამგეობისა
„ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“
ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი
ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.

ამინდი