ბუნებრივი აირის გაძვირებას ქუთაისში პარლამენტთან აქციით გააპროტესტებენ
თარიღი : 17-09-2017, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია 20 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან აქციას აანონსებს. წულაიას თქმით, აქციაზე ბუნებრივი აირის გაძვირებას გააპროტესტებენ.
"მინდა მოვუწოდო ყველა ქუთაისელს! როგორც ვიცით, გაზის ტარიფი რეგიონებში გაძვირდა 30%-ით (რეგიონებში - 11-12 თეთრით, ხოლო თბილისში - 0,5 თეთრით ) და ამ დროს მთელი ფულადი მასის 90% თბილისში ტრიალებს. რეგიონები განიცდიან უდიდეს გაჭირვებას და არიან ცუდ სოციალურ მდგომარეობაში. აგრეთვე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სემეკში შეტანილია წყლისა და დენის კომპანიებიდან ფასების მატების მოთხოვნის განცხადებები, რასაც დიდი ალბათობით სემეკი, რომელიც დაემსგავსა იმ გოჭებს, დედა ღორის ძუძუზე რომ არიან მიმჯდარები და სიამოვნებისგან კრუტუნებენ, ალბათ დაეთანხმება და გაზსაც და დენსაც გააძვირებენ. მოვუწოდებ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე მოსახლეობას და ახლომდებარე რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, გამოვიდნენ 20 სექტემბერს დღის 11 საათზე გამაფრთხილებელ აქციაზე ქუთაისში, პარლამენტის წინ, რათა დავანახოთ ხელისუფლებას ადამიანების განწყობა და ძალა," - ამბობს წულაია.