Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ვიცე-გუბერნატორებს ერთი წლის ვადით, ხოლო თანამშრომლებს 3 თვის ვადით აირჩევს

თარიღი : 23-12-2013, 18:11 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ის ვიცე-გუბერნატორებს ერთწლიანი ვადით, სამსახურის უფროსების ქვემოთ მდგომ თანამშრომლებს კი 3 თვის ვადით აირჩევს.

"ვიცე-გუბერნატორებს ჩემი განკარგულებით დავნიშნავთ ერთი წლის ვადით, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვაცხადო ინდივინდუალური კონკურსი მის პოზიციაზე. ხოლო სამსახურის უფროსების ქვემოთ მდგომ პირებს კი 3 თვის ვადით ავირჩევ. ხელშეკრულების დონეზე კი დაახლოებით 5-მდე პირს ავირჩევ, რომელსაც კონკურსი არ შეეხება და გასაუბრების დონეზე მოხდება მისი აყვანა სამსახურში", - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა, რადიო "ძველი ქალაქის" გადაცემა "რადიაქციაში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსი იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კანონის შესაბამისად კი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოცხადებული საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იმერეთის გუბერნატორი ან მისი პირველი მოადგილე უნდა იყოს.


ნანახია: 2404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგები შეაჯამა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას 25 კონკურსანტი გაივლის.
ვიცე-გუბერნატორის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი პირების როტაცია ნორმალური პროცესია.
კონკურსი სულ 6 პოზიციაზე იყო გამოცხადებული.
დალაქიშვილი ქუთაისის ვიცე-მერად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მერიაში მან ააიპები ჩაიბარა.

ამინდი