წყალტუბოში, ავარიულ შენობაში დევნილები დაშავდნენ

წყალტუბოში, საანტოურიუმ „მეგობრობას“ პირველ კორპუსში კედლები ინგრევა. არსებული მდგომარეობით შეშინებული იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ. დევნილების განცხადებით, კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ.
„24 ოჯახი ვცხოვრობთ აქ. გვყავს ბავშვები, რომლებსაც ოთახებში ვერ ჩავკეტავთ, გამოდიან და დერეფანში თამაშობენ. ავარიულია კორპუსი, კედლები ინგრევა კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ, თორემ უბედურება დატრიალდებოდა. ჩავარდნილია იატაკი. რამდენიმე დევნილმა ფეხიც კი მოიტეხა ამის გამო. ვითხოვთ ყურადღებას. ჩვენ თუ ხელისუფლება გყავს, გულთან მიიტანოს ჩვენი მდგომარეობა,“ - ამბობს დევნილი თამარ მამარდაშვილი.
სანატორიუმ „მეგობრობა“-ში მცხოვრები დევნილები განმარტავენ, რომ ხელისუფლება უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ყოველ წელს ჰპირდებათ, თუმცა დაპირების მიუხედავად, დევნილები წლებია ავარიულ შენობაში, შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
მძიმე პირობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათ ახალ საცხოვრებლებს დევნილთა უწყება იმ დროს ჰპირდება, როდესაც წყალტუბოში და ქუთაისში დაწყებული მშენებლობები დასრულდება.