Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საოლქო კომისიამ 'ოცნების' კანდიდატის წინააღმდეგ 'ნაციონალების' კანდიდატის საჩივარი არ განიხილა

თარიღი : 17-09-2017, 00:40 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
”ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ნარსიას საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა.

„საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 78–ე მუხლი მე15 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შენიშვნის შესაბამისად, განცხადება საოლქო კომისიის მიერ განხილვას არ ექვემდებარება”, - განაცხადეს ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ „ქართული ოცნების“ კახა ბოჭორიშვილის წინააღმდეგ საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ შეიტანა.

ნარსია "ქართული ოცნების" ნიკეას მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს, მას ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებს.

საოლქო კომისიის მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, ნარსია აცხადებს, რომ ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან.


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 40 საჩივარი შევიდა. ბოლო სხდომაზე კომისიამ 18 საჩივარი განიხილა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 21 საჩივარი შევიდა
„ნაციონალების“ გამგებლობის კანდიდატის პლაკატების გვერდით ცოცხების ფოტოების გააკრეს
ყველა საჩივარს სავარაუდოდ დღესვე განიხილავენ

ამინდი