წყალტუბოს სოფელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის გამომწვევ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.