შპს 'პარკინგსერვისს' სასამართლოში უჩივიან
თარიღი : 15-09-2017, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, შპს „პარკინგსერვისს“ მძღოლები უკანონობაში ადანაშაულებენ. მერაბ ჭანტურიძე აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მამაკაცი ამბობს, რომ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმა ორჯერ გადაიხადა, თუმცა „პარკინგსერვისის“ ოფისში მისულმა გაარკვია, რომ თანხა ასახული არ იყო, რის გამოც ჭანტურიძეს ორი, 150-150 ლარიანი საურავი დაერიცხა.
„ეს არის უკანონობა და ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. 9 აგვისტოს ჩამბარდა ჯარიმის ქვითარი, რომელიც ერთი თვის ვადაში გადავიხადე. კომპანიის ოფისში კი მითხრეს, რომ თანხა ასახული არ არის და ახლა 322 ლარის გახდას მთხოვენ. არ ვაპირებ ამ თანხის გადახდას. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და ჩემს უფლებებს დავიცავ,“ - ამბობს მერაბ ჭანტურიძე.
შპს „პარკინგსერვისში“, რომელიც ქუთაისში პარკირების ადგილების მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ პირმა ჯარიმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. კომპანიაში იმასაც ირწმუნებიან, რომ ჯარიმის და საურავის თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და „პარკინგსერვისის“ შემოსავალს მხოლოდ პარკირების ადგილების გაყიდვიდან შემოსული თანხა წარმოადგენს.