რატომ არ დაესწრო ქუთაისის მერი სასწავლო წლის განახლების ღონისძიებას?
თარიღი : 15-09-2017, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ანონსის მიხედვით, სასწავლო წლის განახლების აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია უნდა დასწრებოდა, თუმცა მურღულია ადგილზე არ გამოჩენილა. პირველ სკოლაში ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით მერმა მიმართვა გაავრცელა, სადაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ღონისძიებაზე გამოუცხადებლობის მიზეზი განმარტა.
"ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული წელი. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.
სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ვხვდები ჩემ მშობლიურ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში და ამ დიდ სიხარულს ვიზიარებ სხვებთან ერთად. თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მაქვს, რომელიც ასევე განათლებას ეხება. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფონდ ,,ქართუს" წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხები განვიხილეთ. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც დიდ პერსპექტივებს ქმნის განათლებისა და ქალაქის განვითარების მიმართულებით,"-აცხადებს შოთა მურღულია.