ქუთაისის ოპერის თეატრში 2013 წელს 166 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა
თარიღი : 23-12-2013, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაიისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 2013 წელს 166 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა.
თეატრის გენერალური დირექტორის ხატია ვედმედევას თქმით, თეატრის ყოფილმა დირექტორმა გასულ თვეებში სახელფასო ფონდიდან თანხა ოპერის თანამშრომლების გასტროლებზე გაშვებისთვის, სასტუმროს ხარჯებისა და კომუნალურ გადასახადების დასაფარად გამოიყენა.
"რომ არა ქუთაისის მერიის დახმარება, ალბათ, 256 თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში უხელფასოდ დამრჩებოდა. სახელფასო ფონდიდან თანხა სასტუმროს ხარჯებზე იყო გამოყოფილი, რის გამოც ნოემბერ-დეკემბერში 256 თანამშრომელი უხელფასოდ მრჩებოდა. თუმცა ქუთაისის მერიამ გამოიჩნა კეთილი ნება და 77 000 ლარით დაგვეხმარა, რათა თანამშრომლებისთვის ხელფასი მიგვეცა. ასევე აუდიტმა გამოავლინა, რომ 2010 წელს გარემონტებული შენობის მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე არა გაფორმებული, რადგან შენობა დაუსრულებელია", - აცხადებს ვედმედევა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაიისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუდიტი ახალი დირექტორის მოთხოვნით სექტემბერში შევიდა.