გოგი წულაია ‘ქართული ოცნების’ ოფისთან აქციებს აანონსებს
თარიღი : 14-09-2017, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისში, შპს „პარკინგსერვისის“ მიერ ავტომფლობელების უკანონოდ დაჯარიმების ფაქტებზე საუბრობს. წულაიას თქმით, მან კომპანიის საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით პროკურტურას არაერთხელ მიმართა, თუმცა საგამოძიებო ორგანო თემით არ დაინტერესებულა.
„მე მოვუწოდებ ქუთაისის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭიღვარიას, რომ ამოიღოს ხმა და გააკეთოს განცხადება არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოყვება, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციებს გავმართავთ. ადამიანები იხდიან „პარკინგსერვისის“ მიერ გამოწერილ ჯარიმებს, თუმცა თანხის ასახვა არ ხდება და 150-ლარიანი საურავი ერიცხებათ. ეს არის ხალხის გაყვლეფა და ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა,“- ამბობს წულაია.
შპს „პარკინგსერვისში“ აცხადებენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში საქმიანობენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საურავს ავტომფლობელებს სისტემა არიცხავს.
„30-დღიანი ვადის გასვლის და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომატურად რიცხავს სისტემა ჯარიმას და ამასთან „პარკინგსერვისი“ არაფერ შუაშია,“- აცხადებენ კომპანიაში.